top of page

ჩვენი მიზნები და ამოცანები

ჩვენი მისიაა თანამედროვე, მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული, კომპლექსური სისტემების საქართველოში წარმოება და მათი გრძელვადიანი მხარდაჭერა-განვითარება

2022

es aris.png

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის შეფასებით,  „ალტა სოფთვეარმა” მოიპოვა ოქროს რეიტინგი საქართველოს საწარმოთა შორის ფინანსური და ეკონომიკური მონაცემებით ექვს კატეგორიაში.

2021

OPEN BANKING (1).png

„ალტა სოფთვეარმა“ 6 თვეში დაწერა და წარმატებით დანერგა ღია ბანკინგის გადაწყვეტა PSD2 სტანდარტის მიხედვით საქართველოს 8 კომერციულ ბანკში.

2020

Untitled design (2).png

„ალტა სოფთვეარი“ Corporate LiveWire Innovation & Excellence 2020-ზე Banking Software Solution Provider of the Year ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნულ ღონისძიებას მართავს ჟურნალი Corporate LiveWire.

2018

Add a heading (3).png

„ალტა სოფთვეარი“ გადავიდა მიკროსერვისული არქიტექტურასა და DDD პრინციპების გამოყენებაზე. დაიწერა ათასობით სტრიქონი კოდი და შეიქმნა უნივერსალური სერვისები.

2016

„ალტა სოფთვეარი“ დასახელდა “ოქროს ბრენდის“ გამარჯვებულად ნომინაციაში „პროგრამული უზრუნველყოფა-ოქროს ბრენდი“. კომპანიამ მიიღო დარგის ლიდერის ეროვნული სერთიფიკატი

2014

„ალტა სოფთვეარს“ დაემატა ახალი მიმართულება - ანგარიშგება და ანალიტიკა.  საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას „სოკარ გაზ ჯორჯიასთან“ გაზის მიწოდების მართვის სისტემის შესაქმნელად.

2008

„ალტა სოფთვეარმა“ მიიღო GITI ორი ჯილდო: LOANWARE სისტემისთვის - „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა“ და ინტერნეტ ბანკისთვის - „საუკეთესო ბიზნეს-ბიზნეს (B2B) გადაწყვეტა“.

2000

„ალტა სოფთვეარი” საქართველოს საბანკო სფეროს #1 მიმწოდებელი გახდა. მოქმედი კომერციული ბანკების უმრავლესობამ სწორედ ჩვენ მიერ შექმნილ სისტემას მიანიჭა უპირატესობა.

1996

ჩვენმა დამფუძნებელმა დაწერა პირველი ქართული საბანკო პროგრამა, რომლის წარმატებით დანერგვისა და ბაზრის მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაწყდა კომპანიის ჩამოყალიბება.

2021

mesame  (8).png

„ალტა სოფთვეარისა“ და „კრისტალის“ თანამშრომლობა წარმატებით დაიწყო.

2020

Technology Brand of the Year Georgia 202

„ალტა სოფთვეარმა“ მესამედ მოიპოვა „Global Banking and Finance“ ჯილდო და გახდა Technology Brand of the Year Georgia 2020.

2019

Untitled design (1).png

„ალტა სოფთვეარმა“ მეორედ გაიმარჯვა Global Banking and Finance საერთაშორისო რეიტინგში და მოიპოვა აღიარება, როგორც Best Core Banking Solutions Provider Georgia 2019-მა.

2017

„ალტა სოფთვეარი“ დასახელდა საუკეთესო მიმწოდებლად - Best Core Banking Solutions Provider Georgia 2017 საერთაშორისო რეიტინგში, რომელსაც აწარმოებს Global Banking and Finance

2015

„ალტა სოფთვეარი“ Skidata პარტნიორი გახდა და ევროპული დაშვების სისტემები შემოიტანა საქართველოში. ჩვენი საბანკო პლატფორმა გაეშვა ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.

2009

„ალტა სოფთვეარმა“ გაიმარჯვა საქართველოს ეროვნული ბანკის ტენდერში და დაიწყო საბანკო სისტემების დანერგვა, ასევე მუშაობა ფასეულობების მართვის კომპლექსურ პროექტზე.

2007

„ალტა სოფთვეარმა“ შექმნა და წარმატებით დანერგა სრულიად ახალი საბანკო პროგრამა, დეპოზიტებისა და სესხების მართვის სისტემები, ინტერნეტ ბანკი. ჩვენ გავხდით Microsoft Certified Partner.

1998

25 ნოემბერს დაარსდა „ალტა სოფთვეარი“. ჩვენ უკვე გვყავდა აქტიური კლიენტები, ვინც წარმატებით მუშაობდა ჩვენს პროგრამაში და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს.

bottom of page