top of page

Delphi დეველოპერი

„ალტა სოფთვეარი“ საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენ ვწერთ სისტემებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მომხმარებლები უკვე 25 წელია.
 

სამუშაოს აღწერა:
ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ, სრულად შეისწავლოთ საბანკო-საფინანსო პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესები, ჩაერთვებით ამოცანების განხორციელებასა და კვლევებში.


რას გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- Embarcadero (Borland) Delphi;
- MS SQL Server;
- მისასალმებელია ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის
მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კონფიდენციალურობის დაცვა
- როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Delphi Developer.


შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ " საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.

bottom of page