სესხების მართვის
სისტემის დეველოპერი

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. სესხების მართვის სისტემის დეველოპერის პოზიცია მოიაზრებს შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფას - სესხების მართვის სისტემასთან (LMS) დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Enterprise სისტემის შექმნის, გაშვებისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
** 3+ წლიანი მუშაობის (პროგრამირების) გამოცდილება C#, .NET, Windows Forms;
** MS SQL Server-ის, T-SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** OOP Design პრინციპების ცოდნა;
** SOAP Web Service-თან მუშაობის გამოცდილება;
** RESTful API-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე.

აუცილებელი უნარები:

​** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა.

კომპეტენციის ფარგლებში:

** დავალებული ამოცანების რეალიზება პროგრამულ უზრუნველყოფაში კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და წესების მიხედვით;
** დავალებული ამოცანების დროულად რეალიზება;
** შემოსულ ხარვეზებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2021 წლის 30 ნოემბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. სასურველია, გასაუბრებაზე კანდიდატებმა წამოიღონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.