top of page

2019 წ - „ალტა სოფთვეარი“- ვეკუას თასის გენერალური სპონსორი

საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში - ილია ვეკუას თასი 2007 წლიდან იმართება და საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მოსინჯონ საკუთარი თავი სხვა ქვეყნის სტუდენტებსა და მოსწავლეებთან ერთად. 

„ალტა სოფთვეარი“ ზრუნავს მომავალ პროგრამისტებზე - სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ილია ვეკუას თასის გენერალური სპონსორი გახდეს 2019 წლის ღონისძიებისათვის.

„ალტა სოფთვეარი“ ულოცავს შეჯიბრის ყველა მონაწილეს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიადა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

 

2019 წ - LOANWARE ლიბერთი ბანკში

2019 წელს დასრულდა Loanware სისტემის 

დანერგვა„ლიბერთი ბანკში“. „ალტა სოფთვეარი“ 

მადლობას უხდის ბანკის გუნდს აქტიური

 თანამშრომლობისა და გამოწვევების ერთად 

დაძლევისათვის.​

პროექტის ფარგლებში Loanware მოერგო ლიბერთი ბანკის სრულიად განსხვავებულ სპეციფიკას, ხოლო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მიგრაციის პროცესი განხორციელდა ბანკის მუშაობის შეუფერხებლად.  

ამ ახალი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საქართველოს კომერციული ბანკების უკვე 80 % „ალტა სოფთვეარის“ მომხმარებელი ხდება.  

2019 წ -"ალტა სოფთვეარი" მსოფლიო მარათონს შეუერთდა

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება.

 საქველმოქმედო მარათონმა წარმატებით ჩაიარა.ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, მონაწილეობა მიიღო გარბენში და წინა წლებთან შედარებით საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 როგორც იცით, შემოსული თანხის 100% პირდაპირ იგზავნება ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევის დასაფინანსებლად.

 ჩვენ დავრბივართ მათთვის, ვისაც არ შეუძლია!

2019 წ - საიჯარო ქონების მართვა IFRS 16-ით

„ალტა სოფთვეარმა“ 6 ბანკთან თანამშრომლობით შექმნა და წარმატებით დანერგა საიჯარო ქონების მართვის მოდული IFRS 16 მოთხოვნების გათვალისწინებით. მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად გამარტივდა საიჯარო აქტივების ფინანსური აღრიცხვა და განახლებული  IFRS  სტანდარტის დაკმაყოფილება. 

მოდული წარმოადგენს B6 პლატფორმის ნაწილს და უზრუნველყოფს იჯარის ხელშეკრულებების დარეგისტრირებას, შესაბამისი გატარებების გაკეთებას, გადახდების გრაფიკის გენერაციასა და მართვას. 

ფუნქციონალის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია ჩვენი ვიკიპედიიან - http://wiki.altasoft.ge/

2018 წ - ალტა სოფთვეარი 20 წლისაა

2018 წელი ჩვენთვის ყოველმხრივ განსაკუთრებულია.ალტა სოფთვეარს" 20 წელი შეუსრულდა და ამ ღირშესანიშნავ თარიღს კომპანია თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მით უმეტეს - საქართველოსთვის, ეს ძალზედ ხანგრძლივი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც სტაბილური ზრდისა და განვითარების, ასევე მომხმარებელთა ლოიალობის შენარჩუნება სერიოზული გამოწვევაა.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ კომპანიის ეს ისტორია წარმატებულია და მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წინსვლაში.

bottom of page