„ალტა სოფთვეარისა“ და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ ორწლიანი თანამშრომლობა დაგვირგვინდა ერთობლივად შექმნილი სისტემის - GDBS გაშვებით.
GDBS უზრუნველყოფს გაზის მიწოდების, გამრიცხველიანების, ანათვლების აღებისა და ბილინგის ავტომატიზაციას „სოკარ გაზ ჯორჯიას“ მოთხოვნებსა და პროცესებზე სრულყოფილი მორგებით.
პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება თანამედროვე არქიტექტურას, არის მრავალკომპონენტიანი და ინტეგრირებულია სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობასთან.
GDBS ასევე მოიცავს მობილურ აპლიკაციას.
შექმნილი სისტემა სრულად გადაეცა „სოკარ გაზ ჯორჯიას“ სამართავად.
Comments