რეპორტინგის სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისთვის 1998 წლიდან.

რეპორტინგის სპეციალისტი მოიაზრებს SQL-ში რეპორტების აწყობას, შემოწმებას და ყოველთვიურ მხარდაჭერას; ასევე, მას შეხება ექნება Microsoft SSRS-თან, სადაც ეწყობა რეპორტის ვიზუალური მხარე, და მონაცემთა საცავთან, რომელზეც ხდება რეპორტების დაშენება.

კომპეტენციის ფარგლები:

  • MS SQL Server-დან მონაცემების ამოღება/დამუშავება;

  • MS SQL Server-ზე არსებული რეპორტების (პროცედურების) მხარდაჭერა;

  • MS SQL Server-ზე ახალი რეპორტის (პროცედურის) აწყობა და მისი შემდგომი მხარდაჭერა;

  • Microsoft Visual Studio-ში რეპორტების დამუშავება;

  • დაგენერირებული რეპორტების შემოწმება/შედარება არსებულ ბალანსთან;

  • საერთო მონაცემების მქონე რეპორტების Cross Checking;

  • რეპორტების ფორმებში არსებული ხარვეზების გამოსწორება (მხარდაჭერის მომსახურება);

  • მონაცემების შემოწმება და გასწორების რეკომენდაციების წარდგენა;

  • კლიენტებთან კომუნიკაცია მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;

  • Microsoft SQL Server-ზე მუშაობის გამოცდილება;

  • მონაცემთა საცავის ადმინისტრირების გამოცდილება

  • Microsoft Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა.

 

სასურველი კვალიფიკაცია:

  • საბანკო ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა;

  • Microsoft SSRS სერვისის ცოდნა;

  • მონაცემთა საცავის ადმინისტრირების გამოცდილება.

 

აუცილებელი უნარები:

  • დაინტერესება ფინანსური ანალიტიკის სფეროთი და დამოუკიდებელი კვლევის უნარი;

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;

  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;

  • ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;

  • გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2021 წლის 28 თებერვლამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

ALTA SOFTWARE ©1998 ALL RIGHT RESERVED.