რეპორტინგის მენეჯერი

სამუშაოს აღწერა:

შპს „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. „ალტა სოფთვეარი“ ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან.

რეპორტინგის მენეჯერი მოიაზრებს SQL-ში რეპორტების აწყობას, შემოწმებას და ყოველთვიურ მხარდაჭერას; ასევე მას შეხება ექნება Microsoft SSRS-თან, სადაც ეწყობა რეპორტის ვიზუალური მხარე, და მონაცემთა საცავთან, რომელზეც ხდება რეპორტების დაშენება.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფინანსების განხრით;

  • Microsoft SQL Server-ზე მუშაობის გამოცდილება;

  • Microsoft Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა

  • საბანკო ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა;

სასურველი კვალიფიკაცია:

  • Microsoft SSRS სერვისის ცოდნა;

  • მონაცემთა საცავის ადმინისტრირების გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

  • დაინტერესება ფინანსური ანალიტიკის სფეროთი და დამოუკიდებელი კვლევის უნარი;

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;

  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;

  • ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;

  • გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

კომპეტენციის ფარგლებში:

  • MS SQL Server-დან მონაცემების ამოღება/დამუშავება;

  • MS SQL Server-ზე არსებული რეპორტების( პროცედურების) მხარდაჭერა;

  • MS SQL Server-ზე ახალი რეპორტის (პროცედურის) აწყობა და მისი შემდგომი მხარდაჭერა;

  • Microsoft Visual Studio-ში რეპორტების ვიზუალური მხარის აწყობა;

  • საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა საცავის ნაწილობრივი მხარდაჭერა;

  • დაგენერირებული რეპორტების შემოწმება/შედარება არსებულ ბალანსთან;

  • საერთო მონაცემების მქონე რეპორტების Cross Checking;

  • რეპორტების ფორმებში არსებული ხარვეზების გამოსწორება (მხარდაჭერის მომსახურება);

  • მონაცემების შემოწმება და გასწორების რეკომენდაციების წარდგენა;

  • კლიენტებთან კომუნიკაცია მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 

2022 წ 8 აპრილამდე, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

 

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.