მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

შპს „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. „ალტა სოფთვეარი“ ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია მოიაზრებს შპს „ალტა სოფთვეარის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა/მომახურებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას, კლიენტებთან ურთიერთობას, შემოსული საკითხებისა და ინციდენტების მართვას, კლიენტების ტრეინინგს, დოკუმენტაციის შედგენას, მის პასუხისმგებლობაში არსებული საკითხებისა და მთლიანად ბილდის/ვერსისს/ფიქსის ტესტირებას, ცვლილებების ლოგის შექმნას, მის პასუხისმგებლობაში არსებული მოდულების პრეზენტაცია/დემონსტრაციას საჭიროების მიხედვით და პროგრამული უზრუნველყოფის სხვაგვარი მომსახურებას კომპეტენციის ფარგლებში.

კომპეტენციის ფარგლები:

  • შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, გადანაწილება პასუხისმგებელ დეველოფერებზე, ამოცანის ავტორთან ურთიერთობა და ამოცანის დაზუსტება;

  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფის დემონისტრირება, დაყენება და ახსნა;

  • კლიენტებისათვის ტრეინინგის ჩატარება;

  • პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;

  • შემოსულ ინციდენტებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);

  • საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;

  • Microsoft SQL ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • სასურველია „ალტა სოფთვეარის“ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია JIRA, TFS-თან მუშაობის გამოცდილება;

  • მისასალმებელია დამატებითი ენების ცოდნაც.  

აუცილებელი უნარები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;

  • სწრაფი აზროვნების უნარი;

  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;

  • კომპანიის კლიენტებთან თავაზიანი მოქცევა, მოთმინების გრძნობა;

  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;

  • ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;

  • გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა და მოტივაციის წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (5 დღე/40 სთ კვირაში).

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

ALTA SOFTWARE ©1998 ALL RIGHT RESERVED.