top of page

B6™

"ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, მოქნილ და მასშტაბირებად გადაწყვეტას - B6.

B6 ხელმისაწვდომია ჩვენი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურიდანაც და თქვენი ორგანიზაციის ზომისდა მიუხედავად გეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მდიდარი და მრავალფეროვანი ფუნქციონალით.

B6 წარმოადგენს მძლავრ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც თქვენ სწრაფად და შეუფერხებლად მოემსახურებით თქვენს კლიენტებს, ხოლო სისტემაში შეყვანილი მონაცემები ყოველთვის სრულყოფილი, ცენტრალიზებული და მარტივად ამოღებადი იქნება. B6 ფუნქციონალი მოიცავს კლიენტებს, ანგარიშებს, გადარიცხვებს, კონვერტაციებს სხვადასხვა კურსით, სალაროს, საბეჭდი ფორმების მართვას.

თქვენი მოთხოვნების შესაბამისად B6 პლატფორმაში შესაძლებელია ბარათების მართვის სისტემის, დეპოზიტების, პერიოდული საგადახდო დავალებების, SWIFT-თან ინტეგრაციის დამატება.

B6 ასევე აღჭურვილია საინტეგრაციო ღია შრით - API-ით, რაც განიჭებთ თავისუფლებას,  B6-თან დააკავშიროთ ნებისმიერი გარე სისტემა თუ მოდული.

B6 - ეს არის #1 გადაწყვეტა საქართველოს ფინანსური ინსტიტუტებისათვის. ის ერგება ბანკებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, გადახდების განმახორციელებელ და სესხის გამცემ სუბიექტებს, ნებისმიერ ორგანიზაციას, ვისაც სჭირდება გადახდების წარმოების, კლიენტების მომსახურებისა თუ სესხების მართვის პროცესების ავტომატიზაცია.

bottom of page