.png)
2025 წ - ალტა სოფთვეარმა მიიღო ISO 27001 სერთიფიკატი
ალტა სოფთვეარმა“ წარმატებით დანერგა კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკა და განახორციელა პროცესების სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO 27001 მოთხოვნებთან.
2025 წელს კომპანიას ჩაუტარდა საერთაშორისო აუდიტი, რის შედეგადაც 17 დეკემბერს კომპანიამ “Intertek”-ისგან მიიღო ISO 27001 სერთიფიკატი.
ჩვენი კომპანია მუდმივად გააგრძელებს კიბერ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებასა და უსაფრთხო, მომავალზე მორგებული გადაწყვეტების შეთავაზებას.

2024 წ - საქართველოს საბანკო სექტორის მეტი დივერსიფიკაცია
„ალტა სოფთვეარმა“ წარმატებით მიუსადაგა ძირითადი საბანკო სისტემა ახალ შესაძლებლობებს და დანერგა პროდუქტები ციფრულ ბანკში.
კომპანიამ ასევე მოამზადა საჭირო ცვლილებები მიკრო ბანკების სპეციფიკის გათვალისწინებით.
„ალტა სოფთვეარის“ წარმატება გრძელდება საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად - კომპანიის გადაწყვეტებს ნდობა გამოუცხადა ორმა ახალმა ბანკმა, ძირითადი საბანკო სისტემა კი დამატებით დაინერგა ერთ ბანკთან.

2023 წ - VISA B2B Connect-ში საქართველოს ბანკების ჩართვა
„ალტა სოფთვეარმა“ სულ რამდენიმე თვეში განახორციელა Visa B2B Connect-ის ქსელში ქართული ბანკების წარმატებით დაერთება.
ვიზას აღნიშნული ქსელი წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესების დაკავშირების თანამედროვე საშუალებას - Visa B2B Connect | Visa
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადარიცხვების მართვის ინსტრუმენტები, ვიზას B2B Connect-თან ურთიერთქმედების სერვისები. პროექტი წარმატებით გაეშვა ბანკებში იმავე წელს.

2022 წ - „ალტა სოფთვეარმა” კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა
კომპანიამ მეორედ მიიღო დარგის ლიდერის ეროვნული სერთიფიკატი (ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ოქროს რეიტინგი საქართველოს საწარმოთა შორის).
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად ახორციელებს ეკონიმიკაში კონკრეტული დარგის წამყვანი კომპანიების გამოვლენას მსოფლიოში არსებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის შეფასებით, „ ალტა სოფთვეარმა ” მოიპოვა ოქროს რეიტინგი საქართველოს საწარმოთა შორის ფინანსური და ეკონომიკური მონაცემებით ექვს კატეგორიაში: "profit/loss", " the turnover", "average monthly salary of employees", "personnel expenses", " number of employees", "number of employed workers."

2021 წ - ახალი წარმატებული პროექტი "კრისტალთან"
„ალტა სოფთვეარისა“ და „კრისტალის“ თანამშრომლობით 2020 წლის ბოლოდან დაიწყო და წარმატებით განხორციელდა ჩვენი ძირითადი სისტემების დანერგვა.
ათი თვის მანძილზე მოვასწარით ბიზნეს პროცესების დეტალური ანალიზი, ჩამოყალიბება და საჭირო ცვლილებების განხორციელება. ამავე დროს კომპანიას ვაცნობდით ჩვენს სისტემებს, ვითვალისწინებდით მოწოდებულ შენიშვნებს.
ყველა სამუშაო მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში ფიზიკური შეხვედრებისა და კომუნიკაციების გარეშე.
ჩვენი სისტემები, რომლებიც სრულად მოერგო "კრისტალის" მოთხოვნებს, ძალიან მოქნილია, რაც იძლევა ფინანსური ინსტიტუტის განვითარებისთვის საჭირო მძლავრ ტექნოლოგიურ საფუძველს.
.png)
2021 წ - ღია ბანკინგის პირველი ეტაპი საქართველოში
„ალტა სოფთვეარის“ ღია ბანკინგი მთლიანად დაწერილია ჩვენ მიერ .NET 5-ზე, მიჰყვება PSD2 ქართული სტანდარტის ყველა რეკომენდირებულ ოფციას. ასევე უზრუნველყოფილია მხოლოდ უსაფრთხო დაკავშირების საშუალებებით (როგორიცაა ორმხრივი TLS, მოთხოვნის ხელმოწერის შემოწმება, პასუხის ხელმოწერა), საკუთარი OAuth2 და ხელმოწერების სერვერებით (რაც მარტივად ინტეგრირდება უკვე არსებულ OAuth სერვერსა და HSM მოწყობილობებთან).
ღია ბანკინგის გამოყენების გაადვილებისათვის ჩვენ ასევე ვიზრუნეთ სრულყოფილ დეველოპერ პორტალზე,Sandbox-სა და SDK-ზე, ასევე გვაქვს ზედა დონის REST API, რომლითაც ნებისმიერი მონაწილე PSD2 პროცესებში სიღრმისეული გარკვევის გარეშე მინიმალური რესურსით შეძლებს, დაუკავშირდეს ღია ბანკინგის სერვისებს.

