top of page

CLOUDON℠

"ალტა სოფთვეარის“ ყველა გადაწყვეტა ახლა უკვე გამოთვლით ღრუბელზეა.

CLOUDON℠ საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, დაზოგოთ პირველადი ინვესტირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე დროს, თქვენ ისარგებლებთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის სრული ფუნქციონალით და ჩვენი სპეციალისტების დახმარებით განავითარებთ თქვენს ბიზნესს.

ღრუბელი პროგრამების შეძენის ყველასთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ, შეისყიდოთ ძვირადღირებული სერვერული ინფრასტრუქტურა, მოიზიდოთ სპეციალისტები მისი განვითარებისა და მხარდაჭერისათვის. ყოველთვიური იჯარის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ბიზნესის განსავითარებლად აუცილებელ ყველა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს.

ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად თქვენ შეარჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ აუცილებელ პროგრამებს. თქვენი ზრდის კვალობაზე ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, დაამატოთ მოდულები და გაზარდოთ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები.

CLOUDON℠ 2015 წლიდან წარმატებით სარგებლობენ როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ორგანიზაციები - 20-მდე მიკროსაფინანსო ინსტიტუტი, გადახდის განმახორციელებელი სუბიექტი, საინვესტიციო კომპანია.

 

CLOUDON℠ ბევრი წარმატებული ბიზნესის მყარი საფუძველია. თქვენ შეუფერხებლად ავითარებთ თქვენს ბიზნესს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ვზრუნავთ ჩვენ. 

bottom of page