top of page

მომხმარებელზე ზრუნვა

ჩვენი სისტემების მხარდაჭერისათვის გვყავს განვითარებაზე ორიენტირებული, გამოცდილი გუნდი. ჩვენი ექსპერტების ძირითადი მიზანია, იზრუნოს სისტემების მდგრადობაზე, მომხმარებლების კმაყოფილებასა და მისი საჭიროებების ეფექტურად გადაჭრაზე.

ჩვენ ფართოდ ვიყენებთ ავტომატურ ტესტირებას პროგრამული უზრუნველყოფის შესამოწმებლად - სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი სისტემები მაქსიმალურად სანდო და მარტივად განახლებადი იყოს.   

 

მხარდაჭერისა და ახალი მოთხოვნების სამართავად დანერგილი გვაქვს მომსახურების ერთიანი პორტალი, სადაც ჩვენი კლიენტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენი ექსპერტები ჩაერთვებიან კონსულტაციის გაწევისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით. საკითხის გადაწყვეტის შემდეგ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და გაეცნოთ, როგორ გადაიჭრა თქვენი მოთხოვნები.

"ALTA SOFTWARE" სისტემების აღწერა ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლებისათვის - ყველა გადაწყვეტა სრულად არის დოკუმენტირებული Wikipedia ფორმატით.

 

ჩვენ ყოველთვიურად ვუშვებთ განახლებებს ბილდებისა და ვერსიების სახით, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ცვლილებებისა და გაუმჯობესებების დეტალური აღწერა, ასევე რეკომენდაციები კლიენტის მხრიდან ტესტირების გამარტივების მიზნით.

 

ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რომ ჩვენი სისტემების ფართო შესაძლებლობები ოპტიმალურად გამოიყენოთ და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე მოხარული ვართ, დაგეხმაროთ.

bottom of page