top of page

JARVIS™

ამ ეტაპზე ჩვენ ვაგენერირებთ 100-მდე ანგარიშგების ფორმასა და 50-მდე ანალიტიკურ რეპორტს.

​

2014 წლიდან „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ მარეგულირებლის კომპლექსური და დინამიური მოთხოვნების განხორციელების მარტივ საშუალებას - ჩვენი ანგარიშგების სისტემას ფინანსური რეპორტების დაგენერირების, ანალიზისა და ინფორმაციის სხვადასხვა ჭრილში წარმოდგენისათვის.

​

ჩვენი მონაცემთა საცავი იღებს მონაცემებს ნებისმიერი წყაროდან და ძირითადი სისტემების წარმადობის დაუტვირთავად აჯგუფებს და ახარისხებს მათ თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

​

ჯარვისიდან თქვენ შეგიძლიათ, ამოიღოთ სავალდებულო ანგარიშგება, თუმცა მონაცემთა საცავზე შესაძლებელია ანალიტიკის სხვა ინსტრუმენტების დაშენებაც, როგორიცაა Microsoft Power BI.

​

ჩვენ გვესმის, რომ მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობა ჩვენი კლიენტების უპირველესი საჭიროებაა - ამიტომ ჩვენი ფინანსური ანალიტიკოსები და ტექნიკური სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ მონაცემების გადამოწმებისა და შენიშვნების ასახვის პროცესში. 

​

ჩვენი გადაწყვეტა ხელმისაწვდომია ჩვენი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურიდანაც ნებისმიერი ზომის ორგანიზაციისათვის - მოგვანდეთ ანგარიშგების მართვა ჩვენ და მართეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ეფექტურად.

ალტა სოფთვეარის ლოგო

ALTA SOFTWARE ©1998 ALL RIGHT RESERVED.

bottom of page