top of page

კიბერ უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

„ალტა სოფთვეარი“ საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც  ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის 1998 წლიდან.

სამუშაოს აღწერა:

ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ კიბერ უსაფრთხოების უმცროს სპეციალისტს, ვინც დაგვეხმარება ISO 27001 სტანდარტის მიხედვით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) განვითარებაში. 

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. თქვენ შეასრულებთ როგორც ტექნიკურ, ისე ადმინისტრაციულ-ანალიტიკურ ამოცანებს - ეს საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ფართო გამოცდილება უსაფრთხოების პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • აქტიური მონაწილეობა ISO/IEC 27001-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) უწყვეტ გაუმჯობესებასა და სერთიფიცირების განმეორებითი აუდიტის პროცესებში;

  • ინფორმაციული აქტივების ინვენტარიზაცია, წვდომების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა;

  • ძირითადი უსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და კონტროლების დანერგვა/მხარდაჭერა;

  • საფრთხეების მონიტორინგი, ინციდენტებზე პირველადი რეაგირება და ლოგების ანალიზი;

  • უსაფრთხოების აუდიტის, რისკების შეფასებისა და შესაბამისობის პროცესებში მონაწილეობა;

  • ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენება (SIEM, EDR, vulnerability scanners);

  • Microsoft 365 გარემოში უსაფრთხოების მახასიათებლების კონფიგურაცია და მონიტორინგი (Defender for Endpoint/Office, MFA, DLP, Conditional Access და სხვა.), ISMS-ის ფარგლებში უსაფრთხოების კონტროლების რეალიზებისთვის;

  • ManageEngine-ის სისტემებში (მაგ. ADManager Plus, Log360) წვდომების მართვა, სისტემური ლოგების მონიტორინგი, ასევე შესაბამისი პროცესების აღწერა/დაფიქსირება ISMS-ის დოკუმენტაციის ფარგლებში;

  • firewall-ების, ანტივირუსული სისტემების, დაშიფვრის ტექნოლოგიებისა და cloud უსაფრთხოების პლატფორმების მართვაში ჩართვა;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობადობის პროგრამებში ჩართვა;

  • თანამშრომლობა IT, ოპერაციულ გუნდებთან და გარე პარტნიორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპებისა და საფრთხეების საბაზისო ცოდნა;

  • ISO/IEC 27001 სტანდარტის ზოგადი ცოდნა;

  • Windows, Linux, ვირტუალიზაციის სისტემებისა და ქსელების ზოგადი ტექნიკური ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2);

  • სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარები; 

  • კომუნიკაციის უნარები და საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა, კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2026 წ 10 აგვისტომდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული (ოფისი მდებარეობს თბილისში).

შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.

ალტა სოფთვეარის ლოგო

ALTA SOFTWARE ©1998 ALL RIGHT RESERVED.

bottom of page