LMS მხარდაჭერის სპეციალისტი
შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას სესხების მართვის სისტემის (LMS) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
„ალტა სოფთვეარი“ საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის 1998 წლიდან.
სამუშაოს აღწერა:
სესხების მართვის სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია მოიაზრებს ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხების მართვას:
• კლიენტებისგან შემოსულ ამოცანებსა და ინციდენტებზე დროული რეაგირება, ანალიზი, გადანაწილება პასუხისმგებელ დეველოფერებზე, საჭირო კომუნიკაცია როგორც კომპანიის შიგნით, ასევე კლიენტთან;
• კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფის დემონისტრირება, დაყენება და ახსნა;
• კლიენტებისათვის ტრეინინგის ჩატარება;
• პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება.
• დოკუმენტაციის შექმნა და განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
• საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
• Microsoft SQL ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• სასურველია „ალტა სოფთვეარის“ პროგრამებთან, განსაკუთრებით LMS-თან მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• კონფიდენციალურობის დაცვა
• როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2025 წ 11 აპრილამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან Altვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.