top of page

LOANWARE™

LOANWARE™ წარმოადგენს საკრედიტო პროდუქტების ურთულესი სასიცოცხლო ციკლისა და პროცესების მართვის უნივერსალურ გადაწყვეტას.

LOANWARE™ ხელმისაწვდომია ჩვენი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურიდანაც და თქვენი ორგანიზაციის ზომის მიუხედავად გეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მდიდარი და მრავალფეროვანი ფუნქციონალით.

ჩვენი სისტემა აღწერს ნებისმიერ სესხს, განვადებას, საკრედიტო ხაზს, მათთან დაკავშირებულ ბიზნეს პროცესსა თუ პროდუქტს. თქვენ თავად განსაზღვრავთ და მარტივად გაწერთ თქვენთვის სასურველ პირობებს, სხვადასხვა თავისებურებას, ხოლო LOANWARE უზრუნველყოფს თქვენი მოფიქრებული ბიზნეს ქეისის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და სწორ მართვას.

თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, LOANWARE სისტემაში შესაძლებელია დაზღვევის, საკრედიტო ბარათებისა და ლიმიტების, ლომბარდების, საგადახდო აპარატებთან ინტეგრაციის, ხელშეკრულებებისა და საბეჭდი ფორმების მართვის პორტალის დამატება.

LOANWARE™  ასევე აღჭურვილია საინტეგრაციო ღია შრით - LAPI-ით, რაც განიჭებთ თავისუფლებას,  ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დააკავშიროთ ნებისმიერი გარე სისტემა თუ მოდული.

LOANWARE™  იმდენად კონფიგურირებადი და მრავალფეროვანია, რომ იგი თავისუფლად აღწერს ქართულ ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სესხს.

bottom of page