top of page

MULTIONE™

ჩვენ გთავაზობთ მრავალარხიანობის გადაწყვეტას - MultiOne დისტანციური მომსახურებისათვის. პირადი კომპიუტერიდან თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობიდან, სახლიდან თუ აგარაკიდან - თქვენი მომხმარებელი უწყვეტად მიიღებს თქვენს მომსახურებასა და გაეცნობა ახალ შეთავაზებებს.

შეიცვალა ბაზარზე მოთხოვნები? სისტემა მარტივად მოერგება ცვლილებებს, იგი მუდმივად ვითარდება და ახლდება.

MultiOne პლატფორმა მოიცავს როგორც ვებ, ისე მობილურ გადაწყვეტას ერთიანი ადმინისტრირების მოდულით. თქვენ შეგიძლიათ, მართოთ, თუ რა პირობებითა და უსაფრთხოების მექანიზმით მისცემთ თქვენს მომხმარებელს დისტანციური არხით სარგებლობის საშუალებას.

უსაფრთხოების მაღალი დონე და ფართო შესაძლებლობები, მოქნილი და ადაპტირებადი დიზაინი უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებას.იგი ხელმისაწვდომია ჩვენი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურიდანაც.

თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ MultiOne მხოლოდ ვებ ან მობილური ნაწილი (ანდროიდისა და iOS აპლიკაციები), ან ორივე ერთად. MultiOne ასევე ითვალისწინებთ ერთჯერადი პაროლების გენერაციის სისტემებთან ინტეგრაციას (OTP, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დამატებითი ერთჯერადი პაროლის გაგზავნა).

MultiOne აუცილებელია თქვენი მომხმარებლების კომფორტისათვის. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ დისტანციური მომსახურების ეფექტური და უსაფრთხო არხი - ამიტომაც გთავაზობთ ჩვენს ინოვაციურ მრავალარხიანობის გადაწყვეტას, ჩვენი მომხმარებლების # 1 არჩევანს.

bottom of page