Delphi დეველოპერი
სამუშაოს აღწერა:
შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. Delphi დეველოპერის პოზიცია მოიაზრებს "ალტა სოფთვეარის" საბანკო სისტემასთან - B6-თან დაკავშირებული ამოცანების ანალიზსა და განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.
საჭირო კვალიფიკაცია:
-
Embarcadero (Borland) Delphi;
-
MS SQL Server;
-
მისასალმებელია ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე.
აუცილებელი უნარები:
-
კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
-
ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
-
ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Delphi Developer.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და სასურველია, წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად.