2016 წ - „სოკარ გაზ ჯორჯიას“ პროექტი წარმატებით დასრულდა

„ალტა სოფთვეარისა“ და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ ორწლიანი თანამშრომლობა დაგვირგვინდა ერთობლივად შექმნილი სისტემის - GDBS გაშვებით.

GDBS უზრუნველყოფს გაზის მიწოდების, გამრიცხველიანების, ანათვლების აღებისა და ბილინგის ავტომატიზაციას „სოკარ გაზ ჯორჯიას“ მოთხოვნებსა და პროცესებზე სრულყოფილი მორგებით.

პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება თანამედროვე არქიტექტურას, არის მრავალკომპონენტიანი და ინტეგრირებულია სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობასთან.

GDBS ასევე მოიცავს მობილურ აპლიკაციას.

შექმნილი სისტემა სრულად გადაეცა „სოკარ გაზ ჯორჯიას“ სამართავად.

2017 წ - MultiOne უკვე მისოებსა და გადახდების განმახორციელებელ სუბიექტებთან

MultiOne სულ უფრო პოპულარული გადაწყვეტა ხდება - წელს იგი დაინერგა, როგორც კლიენტის პორტალი, მისოებსა და გადახდების განმახორციელებელ სუბიექტებთან.

 

მოქნილი და ადვილად შეცვლადი front-end ნაწილის წყალობით MultiOne ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი მომხმარებლების ბრენდისა და მარკეტინგული მიზნების გათვალისწინებით.

 

MultiOne სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი, ჩვენი ძირითადი მოდულები - B6, LOANWARE გქონდეთ. თანამედროვე არქიტექტურის წყალობით გადაწყვეტა მარტივად ერგება ნებისმიერ back-end სისტემას.

2016 წ - LOANWARE მუნიციპალური განვითარების ფონდში

Loanware მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ხოლო გამოყენების სფერო სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

 

ამჯერად Loanware წარმატებით გაეშვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში - სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდა სახსრების განაწილების, გრაფიკებისა და გადახდების მართვა. მდიდარი ფუნქციონალის წყალობით პროგრამულ უზრუნველყოფას მორგება და ცვლილებები არ დასჭირვებია.

 

პროექტის ფარგლებში Loanware ცალკე მდგომ სისტემად გამოიყო და დამოუკიდებლად მუშაობს B6-სა და „ალტა სოფთვეარის“ სხვა მოდულებთან კავშირის გარეშე.

2016 წ  - ალტა სოფთვეარმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა

კომპანიამ მიიღო დარგის ლიდერის ეროვნული სერთიფიკატი (ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ოქროს რეიტინგი საქართველოს საწარმოთა შორის).

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად ახორციელებს ეკონიმიკაში კონკრეტული დარგის წამყვანი კომპანიების გამოვლენას მსოფლიოში არსებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის შეფასებით, ალტა სოფთვეარმა მოიპოვა ოქროს რეიტინგი საქართველოს საწარმოთა შორის.

2016 წ - ალტა სოფთვეარი ოქროს ბრენდი 2015-ის ტიტულის მფლობელი გახდა

თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით „Global Idea“-მ და  გაზეთმა „The FINANCIAL“ ოქროს ბრენდი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გამართეს.

ალტა სოფთვეარი დასახელდა “ოქროს ბრენდი 2015”-ის გამარჯვებულად ნომინაციაში „პროგრამული უზრუნველყოფა-ოქროს ბრენდი“.

სპეციალური პრიზი - ქანდაკება და სერტიფიკატი კომპანიის დირექტორს, ბატონ გრიგოლ ნიკოლაიშვილს, გადაეცა.

ოქროს ბრენდის ცერემონიალი საქართველოში 2006 წლიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. 

ALTA SOFTWARE ©1998 ALL RIGHT RESERVED.